გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექსპრემიერის ადვოკატი ლილი გელაშვილი ავრცელებს.
"გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრი, ნათია თამაზაშვილის მეუღლე ლევან სანამაშვილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, გაათავისუფლეს სამსახურიდან!!!
მიზეზი - გასაგებია.
ნათია თამაზაშვილი ასევე ადვოკატია და იცავს ირაკლი ღარიბაშვილის უფლებებს.
ვინ იქნება შემდეგი?" - წერს ლილიკო გელაშვილი.
ნათია თამაზაშვილი ბოლო რამდენიმე დღეა, რუსთავის ციხეში ყოფილ პრემიერთან ადვოკატის სტატუსით შედის.